ისრაელი საბერძნეთში მრავალდონიან საჰაერო თავდაცვის სისტემას ააშენებს
ისრაელმა და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს სამი მილიარდი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ისრაელი საბერძნეთში მრავალდონიან საჰაერო თავდაცვის სისტემას ააშენებს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „აქილევსის ფარის“ შეთანხმების თანახმად, ისრაელი რამდენიმე სისტემას ექსპორტზე გაიტანს, მათ შორის „დავითის შურდულს“ და „სფაიდერს“, რომლებსაც კომპანია „რაფაელი“ აწარმოებს, და „ისრაელ აეროსფეის ინდასტრიზის“ მიერ წარმოებულ BARAK MX-ს. სამინისტროს განცხადებით, ეს არის „ისრაელ-საბერძნეთის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვის ექსპორტის გარიგება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში“. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი სხვა ქვეყანას მიაწვდის სრული თავდაცვის სისტემის ფართო სპექტრს. ხელშეკრულებას ხელი დღეს თელ ავივში, სამინისტროს შტაბ-ბინაში… The post ისრაელი საბერძნეთში მრავალდონიან საჰაერო თავდაცვის სისტემას ააშენებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →