ნარკოდანაშაულისთვის ეგვიპტელ ცნობილ ტელესახეს სხვა 11 მსჯავრდებულთან ერთად სიკვდილით დასჯა ემუქრება
ეგვიპტელ ტელეწამყვან სარა ხალიფას და კიდევ 11 ადამიანს, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობის შემდეგ ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯეს. სახელმწიფო გაზეთ “ალ-აჰრამის” ცნობით, ისინი იმ კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომელსაც ქვეყანაში ნარკოტიკების დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები გაყიდვის მიზნით შეჰქონდა. მათ ასევე აღმოაჩნდათ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. 39 წლის ტელეწამყვანი, სარა ხალიფა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია თავისი სატელევიზიო გადაცემით ,,შეუსრულებელი მისია” (Mission Impossible), რომელიც კრიმინალურ საკითხებს ეხებოდა. უმკაცრესი განაჩენის მიუხედავად, ცნობილი ტელესახე ბრალდებებს უარყოფს. საქმეში ფიგურანტ კიდევ ცხრა პირს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, შვიდი კი გამართლდა. ხალიფას ადვოკატის განცხადებით, ისინი სიკვდილით დასჯის განაჩენს გაასაჩივრებენ.… The post ნარკოდანაშაულისთვის ეგვიპტელ ცნობილ ტელესახეს სხვა 11 მსჯავრდებულთან ერთად სიკვდილით დასჯა ემუქრება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →