სიახლე
უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა
მედიაცენტრი
„ჩემი მითითებით, სამშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უნგრეთში რუსეთის ელჩს აცნობა, რომ უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის მისიის 10 წევრი ისეთ საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად დიპლომატებისთვის მიუღებელია“, – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანიტა ორბანი. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს იცავს. „ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს. უნგრეთი გეგმავს გააგრძელოს აუცილებელი დიალოგი, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და წესების დაცვაზე იქნება დაფუძნებული“, – წერს ანიტა ორბანი სოციალურ ქსელში. The post უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.