სიახლე
ავსტრიამ სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
მედიაცენტრი
Reuters-ის ცნობით, ავსტრიამ სამი რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა დიპლომატიური შენობების სახურავებზე განთავსებული დიდი რაოდენობით სატელიტური ანტენების გამო, რომლებიც შესაძლოა ჯაშუშობისთვის იქნას გამოყენებული, კერძოდ, სხვა სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობების სატელიტური კომუნიკაციების მოსმენის მიზნით. ავსტრიის საგარეო უწყების ცნობით, რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ვენაში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამას „მკაცრი რეაქცია“ მოჰყვება. The post ავსტრიამ სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.