სიახლე

,,უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია” – სიბიგა

მედიაცენტრი

,,უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიებიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. ,,მოსკოვი ზეიმობს, რადგან მან მიიღო ის, რაც უნდოდა: დაუსჯელობის გრძნობა, ევროკავშირის დამცირება, და ევროპელებს შორის განხეთქილება. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მოსკოვში ზეიმის ჩაშლის გზა. ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოვუწოდებ ახლა გამოაცხადონ, რომ საკუთარ ეროვნულ სანქციებს შემოიღებენ ამ ორი პირის წინააღმდეგ”, – წერს სიბიგა. ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან ამოიღო რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი. The post ,,უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია” – სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი