სიახლე

“უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში იქნებიან”- ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას „ადგილზე იქნებიან“ ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჰკითხეს, შეუძლია თუ არა უკრაინას აშშ-სა და მის მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში ირანული დრონების მოგერიებაში დახმარება. „მომავალ კვირას, როდესაც ექსპერტები ადგილზე იქნებიან, ისინი შეისწავლიან სიტუაციას და დაეხმარებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, იტყობინება უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“. ზელენსკის თქმით, სურს, რომ დახმარება ორმხრივი იყოს. The post “უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში იქნებიან”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი