სიახლე

კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა

მედიაცენტრი

კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა. კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ქვეყნის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს განიცადა. „დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავარიის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია“, – განაცხადა კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა. ადგილობრივი გამოცემა BluRadio ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავს 110 სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა. The post კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი