სიახლე
ისპაჰანში სარაკეტო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები იყო
მედიაცენტრი
ისპაჰანში სარაკეტო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები იყო. შესაბამისი ვიდეოები ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა. პირველ ვიდეოში ისპაჰანის სამხრეთის სარაკეტო ბაზის მახლობლად ჰაერში კვამლისა და ცეცხლმოკიდებული ნანგრევების დიდი ღრუბელი ჩანს. ბაზა ცენტრალურ ირანში, ისპაჰანის სამხრეთით, მთის ქედის კიდეზე მდებარეობს. ბაზის ჩრდილოეთით გადაღებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს ხანძრისა და რამდენიმე შემდგომი დიდი მეორადი აფეთქების შედეგად მთებზე ამომავალი კვამლი. მესამე ვიდეოში, რომელიც მახლობლად მდებარე ქალაქ ბაჰარესტანშია გადაღებული, რამდენიმე წუთით ჩანს თუ როგორ იწვის ბაზა. ვიდეოში ასევე ჩანს მეორადი აფეთქებები. The post ისპაჰანში სარაკეტო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები იყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.