ჯორჯია მელონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში საუდის არაბეთში ჩავიდა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში საუდის არაბეთში ჩავიდა. იტალიის პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანია აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება და ირანის მხრიდან არსებული თავდასხმების ფონზე იტალიის მხარდაჭერის დადასტურება. „სპარსეთის ყურის ქვეყნები იტალიისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი წყაროა და გლობალური ენერგეტიკული ფასების განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ“, – აღნიშნავს იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. The post ჯორჯია მელონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში საუდის არაბეთში ჩავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →