ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება
მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება. ლაზარეს შაბათი მოძრავი დღესასწაულია და ბზობის წინა დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. მაცხოვარი მივიდა ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული – ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე. აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის ნებით იგი კვიპროსის… The post ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →