სიახლე

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 4-6 აპრილის პერიოდისთვის

პარალელი

სააგენტო "პარალელი" ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 4-6 აპრილის პერიოდისთვის 3 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 4 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში. მარტი ლარის საგრძნობი გაუფასურებით დაიწყო, 1 კვირის შემდეგ კი ახალ ნიშნულზე დასტაბილურება რყევების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში საგრძნობი გამყარებაც მოხდა. აპრილი რყევებით დაიწყო, როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების თანხლებით. აშშ დოლართან მიმართებაში, მარტის […] ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 4-6 აპრილის პერიოდისთვის პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 4-6 აპრილის პერიოდისთვის

3 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 4 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.

მარტი ლარის საგრძნობი გაუფასურებით დაიწყო, 1 კვირის შემდეგ კი ახალ ნიშნულზე დასტაბილურება რყევების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში საგრძნობი გამყარებაც მოხდა. აპრილი რყევებით დაიწყო, როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების თანხლებით.

აშშ დოლართან მიმართებაში, მარტის პირველ კვირაში სახეზე იყო ლარის საგრძნობი გაუფასურება, რაც შემდეგ, მცირე რყევებით, ასე ვთქვათ, დინამიური გამყარების ეტაპზე გადავიდა და აპრილშიც გრძელდება. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:

31 მარტი – 2.6998;
1 აპრილი – 2.7015;
2 აპრილი – 2.6994;
3 აპრილი – 2.6989.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0008 ლარით და 1 აშშ დოლარი 4 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 2.6981 ლარი ეღირება.

მარტი, ევროსთან მიმართებაში, გაუფასურებით დაიწყო, რაც თვის შუა რიცხვებისკენ მიახლოებისას გამყარებით შეიცვალა და შემდეგ ახალ ნიშნულზე ზომიერი რყევებით დასტაბილურდა, თვის ბოლოსკენ ლარი კიდევ უფრო გამყარდა, აპრილის პირველ დღეებში კი რყევები უკვე საგრძნობი იყო. კერძოდ ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

31 მარტი – 3.1032;
1 აპრილი – 3.0987;
2 აპრილი – 3.1318;
3 აპრილი – 3.1083.

იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0067 ლარით და 4 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1150 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად სახეზე იყო ლარის საგრძნობი დინამიური რყევები, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 4 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5707 ლარი (გაუფასურდა 0.0098 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0605 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6170 (გაუფასურდა 0.0007 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5871 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1520 ლარი (გაუფასურდა 0.0064 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3802 ლარი (გაუფასურდა 0.0078 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9209 ლარი (გაუფასურდა 0.0078 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.8980 ლარი (გამყარდა 0.0009 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.6099 ლარი (გაუფასურდა 0.0420 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6906 ლარი (უცვლელად დარჩა);
10000 ირანული რიალი – 0.0205 ლარი (უცვლელად დარჩა)

მარტი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად ლარის სტაბილური გამყარებით დაიწყო, შემდეგ კი სახეზე იყო რყევები, რაც ლარის გაუფასურებაში გადავიდა აპრილის დასაწყისშიც. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

31 მარტი – 3.3315;
1 აპრილი – 3.3236;
2 აპრილი – 3.3536;
3 აპრილი – 3.3612
.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
წინა ორ ვაჭრობაზე გამყარების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0092 ლარით და 4 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3704 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 4-6 აპრილის პერიოდისთვის
პარალელი


მსგავსი