სიახლე

“სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა”- ორბანი

მედიაცენტრი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა. უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელმაც მას მიაწოდა ინფორმაცია უნგრეთისა და სერბეთის დამაკავშირებელ, ბუნებრივი აირის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე აღმოჩენილი ასაფეთქებლის შესახებ. „სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ტელეფონით საუბარი ახლახანს შედგა. სერბეთის ხელისუფლებამ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელ კრიტიკულ გაზის ინფრასტრუქტურაში დესტრუქციული ასაფეთქებელი ნივთიერებები და მისი აქტივაციისთვის საჭირო აღჭურვილობა აღმოაჩინა. გამოძიება მიმდინარეობს. დღეს შუადღისას თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოვიწვიე”, – წერს ორბანი. The post “სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა”- ორბანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი