სიახლე
ორბანმა გაზსადენზე დივერსიის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით უშიშროების საბჭო მოიწვია
მედიაცენტრი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სერბეთში გაზსადენზე დივერსიის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინციდენტი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან განიხილა. „სერბეთის ხელისუფლებამ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელ გაზის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასთან ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა და მისი გააქტიურების საშუალებები აღმოაჩინა. გამოძიება გრძელდება. დღეს შუადღისთვის თავდაცვის საგანგებო საბჭო მოვიწვიე“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში. The post ორბანმა გაზსადენზე დივერსიის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით უშიშროების საბჭო მოიწვია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.