„სერბეთში გაზსადენზე თავდასხმის მცდელობების უკან შეიძლება, კიევი კვალი აღმოჩნდეს“- პესკოვი
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ვარაუდობს, რომ სერბეთში გაზსადენზე „საბოტაჟის მცდელობის“ უკან კიევი დგას. როგორც პესკოვმა განმარტა, მოსკოვი ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო ზომებს იღებს. „ვიცით, რომ „თურქული ნაკადისა” და „ლურჯი ნაკადის” ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექცია კიევის რეჟიმის თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, თუ ვინ შეიძლება იდგეს ევროპის ტერიტორიაზე ამ კრიტიკულ ენერგეტიკულ არტერიაზე თავდასხმის მცდელობების უკან. მაღალი ალბათობით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამჯერადაც კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდება. ვიმედოვნებთ, ანკარაში ზელენსკისთან უახლოესი კონტაქტებისას მას უთხრეს, რომ „თურქეთის ნაკადისა” და „ლურჯი ნაკადის“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები მიუღებელია“- აცხადებს დიმიტრი პესკოვი.… The post „სერბეთში გაზსადენზე თავდასხმის მცდელობების უკან შეიძლება, კიევი კვალი აღმოჩნდეს“- პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →