საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილი, მოადგილე ზაზა კვიციანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ გიგლა თამაზაშვილი ერთად სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია-ს მიერ დადგენილი საირიგაციო წყლის ტარიფები და სახელმწიფოს ახალი სუბსიდირების სქემა, რომელიც ფერმერთა მხარდაჭერასა და აგროსექტორის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მხარეებმა იმსჯელეს მექანიზმების ეფექტიანად დანერგვასა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა სარწყავი სეზონისთვის მზადებაზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე, წყლის რესურსების მართვასა და რეგიონებში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მელიორაციის სისტემაში არსებული გამოწვევები საჭიროებს დროულ რეაგირებას. ხაზი გაესვა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის მნიშვნელობას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგროსექტორის განვითარებასა და რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა დოლიძე, ასევე ბესიკ ამირანაშვილი, ლევან ჯღარკავა და ზურაბ გოზალიშვილი.