ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი , ომარ (ომისხან) ურუშაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თეატრის დასში ის გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ირიცხებოდა. გადიოდა წლები და ძალიან ნიჭიერი, ამასთანავე ადამიანური თვისებებით გამორჩეული მსახიობი სახელს და დიდებას იხვეჭდა. მან შეასრულა უამრავი , მათ შორის ბევრი მთავარი, როლი თეატრში ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე. ასევე გადაღებულია სატელევიზიო სერიალში “გოგონა გარეუბნიდან”, სადაც თამადის როლს ასრულებს ქორწილის სცენაში. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, პრემიები და პრიზები. 2018 – ღირსების ორდენი, 1988 – საქართველოს დამსახურებული არტისტი ალექსანდრე ჟორჟოლიანის სახელობის პრემია. იყო ოზურგეთის საპატიო მოქალაქე. ასევე გიორგი შავგულიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.
ყველაზე მთავარი-ომარ ურუშაძემ ზღვა სახალხო სიყვარული მოიპოვა და დღეს გურიაში ოზურგეთელ კოლორიტის გარდაცვალებამ ყველა დაამწუხრა.
„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს.
The post ომარ (ომისხან) ურუშაძე გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.