2025–2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შედეგების მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროგრამა განკუთვნილია ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა იმ წარმატებულ სტუდენტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება – წინა სემესტრში მიღებული აქვთ შეფასება A (90 ქულა და მეტი).
სტიპენდიის ოდენობა სემესტრში 500 ლარს შეადგენს (გადასახადების ჩათვლით).
პრემიის მისაღებად სტუდენტებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის: :
განცხადება მერის სახლზე;
პირადობის მოწმობის ასლი;
ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;
ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ;
განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.
დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური სახით.
პროგრამა ხორციელდება 2026 წლის პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში.
პროგრამასთან დაკავშირებული ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6739967
მითითებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ გადმოგზავნოთ ონლაინ meria@tetritskaro.gov.ge ან მოიტანოთ ადგილზე მატერიალური სახით.