სიახლე

გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

მედიაცენტრი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს ვაზარით სძლია და ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დაუპირისპირდება. კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 60 და 66 კგ-ში, ქალებში კი 48 და 52 კგ-ში. The post გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი