სიახლე

მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი იალღუჯზე მდებარე სახიფათო ნარჩენების სამარხის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

რეგიონალური სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, იალღუჯის ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხის მიმდინარე მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. იალღუჯის სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხი, წარმოადგენს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების განთავსების ყოფილ ობიექტს, რომელიც 1985 წელს დაიხურა. არსებული...

პირველწყარო →

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, იალღუჯის ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხის მიმდინარე მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

იალღუჯის სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხი, წარმოადგენს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების განთავსების ყოფილ ობიექტს, რომელიც 1985 წელს დაიხურა. არსებული ინფრასტრუქტურა საჭიროებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მოვლა-პატრონობას და მუდმივ მონიტორინგს.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია უზრუნველყოფს ობიექტის რეაბილიტაციისა და დახურვის პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. პროექტი ემსახურება სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარებას, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების გაძლიერებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი და ნიკა კობახიძე, მარნეულის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მარნეულის მერიის და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები.


მსგავსი