სიახლე

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ” – მიხეილ სააკაშვილი უფასო სასადილოებთან დაკავშირებით

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ” – მიხეილ სააკაშვილი უფასო სასადილოებთან დაკავშირებით საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, მისი ხელისუფლების დროინდელი ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება: “უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან ხშირად ვაკითხავდი ხოლმე მათ მოულოდნელად, რათა შემემოწმებინა, რამეს ხო არ აკლებდნენ ადამიანებს. გამოირკვა, რომ ქოცებიც ხშირად აკითხავდნენ, ოღონდ სულ სხვა […] “ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ” – მიხეილ სააკაშვილი უფასო სასადილოებთან დაკავშირებით პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ” – მიხეილ სააკაშვილი უფასო სასადილოებთან დაკავშირებით

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, მისი ხელისუფლების დროინდელი ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება:

უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან ხშირად ვაკითხავდი ხოლმე მათ მოულოდნელად, რათა შემემოწმებინა, რამეს ხო არ აკლებდნენ ადამიანებს.

გამოირკვა, რომ ქოცებიც ხშირად აკითხავდნენ, ოღონდ სულ სხვა მიზნით – ფულის “დასაწერად”. ახლა როცა გაჭირვების გამო ბევრი ოჯახი მსოფლიოში გაბნეული და განადგურებულია, ამ არაადამიანებმა დაინახეს კიდევ ერთი საშუალება მოეპარათ მეტი ფული. რაც მეტია გაჭირვებული, მით მეტი სასადილოა საჭირო და რაც მეტი სასადილოა, მით მეტი სახრავი აქვთ კალაძის ბანდიტებს.

მითუმეტეს, როცა, დაჭერის შემდეგ, მათმა პატრონმა უცებ გამოისყიდა საპატიმროდან. აბა რა, ციხეში უნდა ჰყავდეთ კორუფციის მამხილებელი ხაბეიშვილი და კორუმპირებულები უნდა გრიალებდნენ.

ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ. ასე იცის ჯაყომა…“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ” – მიხეილ სააკაშვილი უფასო სასადილოებთან დაკავშირებით
პარალელი


მსგავსი