მსჯავრდებული პოეტი, ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის.
“მსჯავრდებულ ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების შესაბამისად განესაზღვრა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულისთვის საშიშროების ინდივიდუალური რისკი განისაზღვრა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
მსჯავრდებულს (მის წარმომადგენელს) შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით”,_ აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.
შეგახსენებთ, პოეტ ზვიად რატიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის ოქტომბერში 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მას პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
The post ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის appeared first on გურია ნიუსი.