სიახლე

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრებას ულოცავს

რეგიონალური სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიმდინარე პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრებას ეხმაურება და მის უწმინდესობას საპატრიარქო ტახტზე აღზევებას ულოცავს. მისი განცხადებით, სვეტიცხოველი საქართველოს სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას შესწრებია. „დღეს სწორედ ამ ისტორიულ ტაძარში ახალი ეპოქა იწყება – მიმდინარეობს საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის...

პირველწყარო →


დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიმდინარე პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრებას ეხმაურება და მის უწმინდესობას საპატრიარქო ტახტზე აღზევებას ულოცავს.

მისი განცხადებით, სვეტიცხოველი საქართველოს სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას შესწრებია.

„დღეს სწორედ ამ ისტორიულ ტაძარში ახალი ეპოქა იწყება – მიმდინარეობს საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის აღსაყდრება. გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობას საქართველოს პატრიარქად გამორჩევას. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ჩემს დმანისელებს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს. საქართველო გაბრწყინდება“, – აცხადებს კობა მურადაშვილი.


მსგავსი