მსოფლიო პატრიარქი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ახალ პატრიარქს შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს. მან ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს და მას ნაყოფიერი მწყემსმთავრული მოღვაწეობა უსურვა. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დიდი სიხარულით მივიღეთ, როგორც პირადად, ისე მსოფლიო საპატრიარქოში მოღვაწე ყველა პირთან ერთად, სასიხარულო ცნობა თქვენი უნეტარესობის ღირსეული არჩევის შესახებ სრულიად საქართველოს უძველეს და სახელგანთქმულ საპატრიარქო ტახტზე, ახლად გარდაცვლილი და მარად სახსენებელი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ღირსეულ ეკლესიასა და მთლიანად მართლმადიდებლობას ნათელი და ისტორიული მსახურება გაუწია. ძმური სიყვარულით გილოცავთ, თქვენო უნეტარესობავ! ვლოცულობთ, მოგენიჭოთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა ღვთის სადიდებლად, თქვენი… The post მსოფლიო პატრიარქი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →