პუტინმა და სი ძინპინმა ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი
ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი გაძლიერების, ასევე კეთილმეზობლური, მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ერთობლივი განცხადება ასახავს რუსეთსა და ჩინეთს შორის მრავალმხრივი კავშირების მთელი კომპლექსის განვითარების ძირითად გზებს, საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების საერთო ხედვას და განსაზღვრავს მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობების ძირითად ფორმატებს გლობალურ საკითხებში. The post პუტინმა და სი ძინპინმა ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →