სიახლე
ავარია გურჯაანში – მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ
მედიაცენტრი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან, ოპელის მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. მანქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა, ერთი მათ შორის, მეათე კლასის მოსწავლეა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პირველადი სამედიცინო შეფასებით, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო წინანდალი-ვაჩნაძიანის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე პოლიცია იმყოფება. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. The post ავარია გურჯაანში – მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.