სიახლე
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
მედიაცენტრი
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი მაღალ ტემპერატურას ემსხვერპლა, ნაწილი კი ტბებსა და მდინარეებში დაიხრჩო. საფრანგეთში საშუალოზე მაღალი ტემპერატურა შაბათიდან ფიქსირდება. მეტეოროლოგიური სააგენტო Meteo France-ის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ბრეტანის დიდ ნაწილში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. მათი ვარაუდით, ჰაერის ტემპერატურა დღეს 36 გრადუს ცელსიუსამდე გაიზრდება. Meteo France-ის ცნობით, ძლიერი სიცხე ოთხშაბათს და ხუთშაბათსაც გაგრძელდება. The post საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.