სიახლე
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
მედიაცენტრი
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის, მოდ ბრეჟონის თქმით, გარდაცვალების შემთხვევები პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან. „როიტერის“ ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი მაღალ ტემპერატურას ემსხვერპლა, ნაწილი კი ტბებსა და მდინარეებში დაიხრჩო. საფრანგეთში შაბათიდან საშუალოზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. მეტეოროლოგიური სააგენტო Meteo France-ის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ბრეტანის დიდ ნაწილში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. მათი ვარაუდით, ჰაერის ტემპერატურა დღეს 36 გრადუს ცელსიუსამდე გაიზრდება. The post საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.