სიახლე

ნეთანიაჰუმ არმიას ღაზას სექტორის 70%-ის კონტროლის ქვეშ აღება უბრძანა

მედიაცენტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამხედროებს უბრძანა ღაზას სექტორის 70%-ზე კონტროლი აიღონ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე გამართულ კონფერენციაზე, ინტერვიუს დროს, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ჰამასზე” კონტროლს “აძლიერებს”. “ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ღაზას სექტორის 60%-ს. ადრე ეს იყო 50%, ახლა კი 60%-ს მივაღწიეთ. ჩემი მიზანია თანდათანობით გადავიდეთ 70%-ზე. მოდით ამით დავიწყოთ,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ. როგორც ამერიკული მედია წერს, ნეთანიაჰუს გამოსვლისას, აუდიტორია მას მოუწოდებდა მთელს ღაზას სექტორზე კონტროლი აეღო. The post ნეთანიაჰუმ არმიას ღაზას სექტორის 70%-ის კონტროლის ქვეშ აღება უბრძანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი