სიახლე

პესკოვი – სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება

News.ge

სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კითხვაზე, რა ტიპის პასუხს გეგმავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულ დარტყმებზე, პესკოვმა უპასუხა, რომ პასუხი „სისტემური ხასიათის“ იქნება. „მსურს შეგახსენოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ჩვენი პასუხები სისტემურ ხასიათს ატარებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ასევე, პესკოვის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია მსგავსი […]

პირველწყარო →

სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, რა ტიპის პასუხს გეგმავს სანქტ-პეტერბურგში უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულ დარტყმებზე, პესკოვმა უპასუხა, რომ პასუხი „სისტემური ხასიათის“ იქნება.

„მსურს შეგახსენოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ჩვენი პასუხები სისტემურ ხასიათს ატარებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე, პესკოვის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია მსგავსი დარტყმების თავიდან ასაცილებლად გრძელდება“.


მსგავსი