სიახლე
„სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება“ – პესკოვი
მედიაცენტრი
„სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კითხვაზე, რა ტიპის პასუხს გეგმავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულ დარტყმებზე, პესკოვმა უპასუხა, რომ პასუხი „სისტემური ხასიათის“ იქნება. „მსურს შეგახსენოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ჩვენი პასუხები სისტემურ ხასიათს ატარებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ასევე, პესკოვის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია მსგავსი დარტყმების თავიდან ასაცილებლად გრძელდება“. The post „სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება“ – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.