სიახლე

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა

მედიაცენტრი

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, “მერსედესის”მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა მიკროავტობუსს. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი დაეჯახა მის წინ მოძრავ მიკროავტობუსს. ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვები გარდაბნის მუნოციპალიტეტის, სოფელი ქესალოს საჯარო სკოლის მე-2-ე კლასის მოსწავლეები არიან. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამდენიმემ მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაშავებული ბავშვები და “მერსედესის” მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. The post რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTA…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი