სიახლე

გარდაცვლილია ექსკურსიის მიკროავტობუსის მძღოლი – ავარია ავტომაგისტრალზე

MegaTV

რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილია ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი. არსებული ინფორმაციით, მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი, რის შედეგად ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვები გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელი ქესალოს საჯარო სკოლის მე-2-ე კლასის მოსწავლეები არიან. თვითმხილველების თქმით მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამდენიმემ მსუბუქი დაზიანება […]

პირველწყარო →

რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილია ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი.

არსებული ინფორმაციით,  მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი, რის შედეგად ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ბავშვები გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელი ქესალოს საჯარო სკოლის მე-2-ე კლასის მოსწავლეები არიან.

თვითმხილველების თქმით მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამდენიმემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


მსგავსი