ბრიტანეთში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება იკრძალება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ 16-წლამდე ასაკის პირებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ. სტარმერმა აღნიშნა, რომ რეგულაცია შობამდე იქნება მიღებული, აკრძალვა კი 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება. აკრძალვა შეეხება TikTok-ს, Instagram-ს, Facebook-ს, X-ს, Youtube-ს, Snapchat-ს, Threads-ს, Twitch-ს, Kick-სა და Reddit-ს. სტარმერის თქმით, თუ ტექნოლოგიური კომპანიები მავნე კონტენტისგან და ეკრანთან გადაჭარბებული დროის გატარებისგან ბავშვების დაცვის მიზნით გადადგმულ ამ ნაბიჯს წინააღმდეგობას გაუწევენ, ის მათ დაუპირისპირდება: “არ ვარ მზად, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხოებისა და ბედნიერების საკითხში კომპრომისზე წავიდეთ.” – აღნიშნა კირ სტარმერმა. The post ბრიტანეთში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება იკრძალება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →