სიახლე

რუსეთმა დრონების ხმასთან მსგავსების გამო ყირიმში ღამით მოტოციკლებით გადაადგილება აკრძალა

News.ge

რუსეთმა დრონების ხმასთან მსგავსების გამო ყირიმში ღამით მოტოციკლებით გადაადგილება აკრძალა | ინფორმაციას კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედიასაშუალება Интерфакс ანექსირებული ყირიმის მარიონეტული ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს „2026 წლის 17 ივნისიდან შემდგომ შეტყობინებამდე წესდება დროებითი შეზღუდვა მოტოციკლების, მოპედების, პიტბაიკების, კვადროციკლების, სკუტერებისა და მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე. შეზღუდვა იმოქმედებს 20:00 საათიდან 06:00 საათამდე“ – ნათქვამია ბრძანებაში. […]

პირველწყარო →
რუსეთმა დრონების ხმასთან მსგავსების გამო ყირიმში ღამით მოტოციკლებით გადაადგილება აკრძალა | ინფორმაციას კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედიასაშუალება Интерфакс ანექსირებული ყირიმის მარიონეტული ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს
💬 „2026 წლის 17 ივნისიდან შემდგომ შეტყობინებამდე წესდება დროებითი შეზღუდვა მოტოციკლების, მოპედების, პიტბაიკების, კვადროციკლების, სკუტერებისა და მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე. შეზღუდვა იმოქმედებს 20:00 საათიდან 06:00 საათამდე“ – ნათქვამია ბრძანებაში. აქსიონოვის განცხადებით, ეს შეზღუდვები შემოღებულია „უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამხედრო, სახელმწიფო და სპეციალური ობიექტების დასაცავად“
🔻 Интерфакс-ის ცნობით, აქსიონოვის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა მანამდე ადგილობრივ ტელეარხ „ყირიმ 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ ხმაურიანი სატრანსპორტო საშუალებები ხელს უშლიან მობილური საცეცხლე ჯგუფების მუშაობას, რადგან მათი ხმა ძალიან ჰგავს უპილოტო საფრენი აპარატების გუგუნს

მსგავსი