საფრანგეთში მდინარეებსა და არხებში 40 ადამიანი დაიხრჩო
საფრანგეთში ანომალიური სიცხეების გამო, გასული კვირის ხუთშაბათიდან დღემდე, მდინარეებსა და არხებში 40 ადამიანი დაიხრჩო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. მისი განმარტებით, რეკორდული სიცხის ფონზე, მოქალაქეები გაგრილებას მდინარეებსა და არხებში ცდილობენ, რაც ხშირად ფატალურად სრულდება. ამასთანავე, მედიის ინფორმაციით, მაღალ ტემპერატურას ქვეყანაში კიდევ ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 2 და 4 წლის ბავშვები ძლიერი სიცხის დროს, ავტომობილში რამდენიმე საათის განმავლობაში მარტო იმყოფებოდნენ. „ბიბისის“ ცნობით, მიმდინარე წლის ივნისი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ცხელია. მეტეოროლოგიური სააგენტო Meteo France-ის პროგნოზით, მომდევნო დღეებში ქვეყნის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს. The post საფრანგეთში მდინარეებსა და არხებში 40 ადამიანი დაიხრჩო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →