აღმოსავლეთ აზიას ძლიერი ტაიფუნი „ბავი“ უახლოვდება
აღმოსავლეთ აზიის რეგიონს ძლიერი ტაიფუნი „ბავი“ უახლოვდება. სტიქიის მოლოდინში რეგიონში ათეულობით ავიარეისი გაუქმდა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, მოსახლეობამ კი პირველადი პროდუქტების მომარაგება დაიწყო. ხანგრძლივი და ძლიერი წვიმები მთელი უქმეების განმავლობაში გაგრძელდება. სტიქიას ფილიპინებში უკვე მოჰყვა მსხვერპლი, კუნძულ მინდანაოზე მეწყერის გამო რამდენიმე ოჯახი მიწის ქვეშ მოჰყვა და, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექია მოსალოდნელი ტაივანის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე იაპონიის შორეულ კუნძულებზე, რის შემდეგაც შაბათს ტაიფუნი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწევს. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად რეგიონში მასშტაბური სამზადისია. ტაივანში, სადაც ზოგიერთ რაიონში ერთ მეტრამდე ნალექს ელოდებიან, საგანგებო მზადყოფნაში უკვე… The post აღმოსავლეთ აზიას ძლიერი ტაიფუნი „ბავი“ უახლოვდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →