სიახლე
ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „საუდელი“ დაატყდა თავს
მედიაცენტრი
ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „საუდელი“ დაატყდა თავს. სტიქიის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტაიფუნი ქალაქ ტაიჯოუსა და ვენჯოუს დილით დაატყდა თავს. ქალაქ ვენჯოუს ხელისუფლებამ 820 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა, ხოლო ტაიჯოუს ხელისუფლებამ მდინარეებზე რვა სამგზავრო ბორნის გადაადგილება შეაჩერა, ევაკუაციისკენ 52 000 ადამიანს მოუწოდა. მედიის ცნობით, ჩინეთის რკინიგზის ოპერატორმა China Railway Shanghai Group-მა ხუთშაბათს საღამოდან პარასკევის ჩათვლით სარკინიგზო გადაადგილება დროებით შეაჩერა. The post ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „საუდელი“ დაატყდა თავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.