საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუს ჟურნალისტს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 24 Mar 2026, 17:41

რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუს ჟურნალისტს, ვალერია კიჩიგინას რუსეთში დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნულია, რომ რუსეთში ეს პირველი ცნობილი საქმეა, როდესაც ბრალდება ეფუძნება არა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კრიტიკას, არამედ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას. ცნობისთვის, კიჩიგინამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ე.წ. სთორიზე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომზე დაწერა: “დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია. შვიდიდან რვა აგვისტომდე, ღამე რუსეთის სამხედროები შეიჭრნენ ქვეყანაში და მშვიდობიან ქალაქებს ბომბავდნენ. უკვე 15 წელია საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”. The post საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუს ჟურნალისტს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.