თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ავთანდილ ჭრიკიშვილი ერთად, წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 27 Mar 2026, 08:55

შეხვედრის ფარგლებში, მიმდინარე წელს სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამარჯვებული სპორტსმენები. მათ შორის იყვნენ წარმომადგენლები: სპორტსმენებს გადაეცათ მადლობის სიგელები, ხოლო ფულადი ჯილდოები გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს როგორც ერთჯერად წახალისებას, ასევე ერთწლიან სტიპენდიას. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სპორტული სექცია უფასოა, რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.. ,,აღნიშნული...

შეხვედრის ფარგლებში, მიმდინარე წელს სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამარჯვებული სპორტსმენები. მათ შორის იყვნენ წარმომადგენლები:

  • ძიუდოში
  • მკლავჭიდში
  • თავისუფალ ჭიდაობაში
  • შერეულ ორთაბრძოლებში

სპორტსმენებს გადაეცათ მადლობის სიგელები, ხოლო ფულადი ჯილდოები გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს როგორც ერთჯერად წახალისებას, ასევე ერთწლიან სტიპენდიას.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სპორტული სექცია უფასოა, რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
. ,,აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის, რათა მომავალშიც ღირსეულად წარმოაჩინონ მუნიციპალიტეტი და ქვეყანა საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე ჩვენმა სპორტსმენებმა”- განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა. 


რელევანტური