რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 30 Mar 2026, 07:09

რუსთავში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, – ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროექტის ფარგლებში 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინებს 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სტადიონი, ბავშვთა გასართობი და სავარჯიშო სივრცეები. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება...

რუსთავში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, – ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინებს 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სტადიონი, ბავშვთა გასართობი და სავარჯიშო სივრცეები.

მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს.

ამასთან, დევნილთა სააგენტო აქტიურად ახორციელებს იმ ოჯახების განაცხადების შეფასებას, რომლებიც აღნიშნულ კომპლექსში განსახლებით არიან დაინტერესებული. თითოეულ ოჯახს კანონმდებლობის შესაბამისად ენიჭება ქულა, რის საფუძველზეც შემდგომ ეტაპზე მონიტორინგს დაქვემდებარებული ოჯახები განისაზღვრება.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი.


რელევანტური