სიახლე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

რეგიონალური სიახლეები

აბაშაის მუნიციპალიტეტში სოფელ ტყვირში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 2,5 კგ თევზი და აკრძალული საშუალებით მისი ტრანსპორტირებაც ახორციელებდა. ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. უწყების ინფორმაციით, ელექტროიარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გასულ წელს დეპარტამენტმა ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 59 ფაქტი გამოავლინა. ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან...

პირველწყარო →

აბაშაის მუნიციპალიტეტში სოფელ ტყვირში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 2,5 კგ თევზი და აკრძალული საშუალებით მისი ტრანსპორტირებაც ახორციელებდა. ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

უწყების ინფორმაციით, ელექტროიარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გასულ წელს დეპარტამენტმა ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 59 ფაქტი გამოავლინა. ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ, ხოლო ცხელ ხაზზე – 153 – მიღებულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხდება.


მსგავსი