ვის არ შეეხება ავტომობილების აქციზის ზრდა — Cnoba

Knews სიახლე 02 Apr 2026, 06:42

knews.ge ვის არ შეეხება ავტომობილების აქციზის ზრდა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის The post ვის არ შეეხება ავტომობილების აქციზის ზრდა appeared first on knews.ge.

knews.ge
ვის არ შეეხება ავტომობილების აქციზის ზრდა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა.
თუმცა, გარკვეული კატეგორიისთვის დადგინდა საშეღავათო ვადა. კერძოდ, კანონპროექტის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს აქციზის ახალი კანონის ამოქმედებამდე, მოქმედი განაკვეთებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში იმ ავტომობილის მოქცევას, რომელიც შემოყვანილია საქართველოში 2026 წლის 2 აპრილამდე ან რომლის საქართველოში შემოყვანის მიზნით უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირება დაწყებულია 2 აპრილამდე. ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.
“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ახალი კანონის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ცნობილია, რომ ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებული იქნება შეღავათიანი – ძირითადი განაკვეთის 60 პროცენტით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი. მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს, აქციზის განაკვეთი 3 000 ლარი იქნება.

The post ვის არ შეეხება ავტომობილების აქციზის ზრდა appeared first on knews.ge.


რელევანტური