რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით და პროფესული კოლეჯის, „მოდუსის“ მხარდაჭერით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სტუმრებს შესაბამის საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე მორგებული სასწავლო პროგრამები გააცნეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სწავლების პროცესთან დაკავშირებით.
კოლეჯ „მოდუსში“ მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, ადგილზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და ნერგების დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.