სურსათის ეროვნული სააგენტო – ცხოველების დაწვის შესახებ ცრუ ბრალდებები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 02 Apr 2026, 10:12

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ქვეყანაში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე თქმით, აღნიშნული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას. რაც შეეხება ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს, მსგავსი...

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ქვეყანაში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე თქმით, აღნიშნული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას.

რაც შეეხება ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს, მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან 💯

🔸 2026 წლის 10 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში, კახეთის, იმერეთის რეგიონებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აყვანილია 502 ძაღლი (კახეთი – 423, იმერეთი – 22, ზუგდიდი – 57).

🔸 ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი ვეტერინარული მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევები. 435 ძაღლი უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველების დაბრუნება კი ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება.

🔸 ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 პირველ აპრილს დაბრუნდა ქალაქ ზუგდიდში, 12 მათგანს, რომელებსაც უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი პროცედურები, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ეკიპაჟები, ქ. ზუგდიდში დღეს დააბრუნებენ.

🔸 თავშესაფარში კვლევ რჩებიან ძაღლები, რომლების მანიპულაციებს და რეაბილიტაციას მეტი დრო სჭირდება. ყველა საჭირო პროცედურის დასრულებისთანავე, ისინიც ანალოგიურად დაბრუნდებიან ზუგდიდში.