პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, დღევანდელ სინოდზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 03 Apr 2026, 13:49

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, დღევანდელ სინოდზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. „ჯერჯერობით არაფერი [დადგენილა], ეს იქნება სამსჯელო საკითხი, კიდევ უნდა შევიკრიბოთ აუცილებლად. სინოდის სხომაზე მღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო და საორგანიზაციო. დადგენილებაში არაფერი არ შეიცვლება, ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს გაფართოებულმა კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა. რაც შეეხება განათლების საკითხს, მიტროპოლიტის განმარტებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე ამის შესახებ მსჯელობა არ ყოფილა. მისივე განცხადებით, გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. The post პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, დღევანდელ სინოდზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური