მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს — Cnoba
გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელი, ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა — შესაბამისი გადაწყვეტილება ე.წ. უდოს კომისიამ მიიღო. როგორც ირკვევა, კომისიამ დაასკვნა, რომ ამაღლობელის ვადამდე გათავისუფლება მიზანშეწონილი არ არის, რადგან, მათივე შეფასებით, „ის დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. უდოს კომისიას შუამდგომლობით რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ მიმართა, რასაც თან ერთვოდა პატიმრის დადებითი დახასიათებაც. მიუხედავად ამისა, კომისიამ უარი განაცხადა. „პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს. ასევე იგი… The post მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.