3-4 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი – ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 34 440 ლარი შეადგინა. ერთი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 19 424 ლარით დაჯარიმდა