სიახლე

სურსათის სააგენტომ არალეგალურ თევზის საწარმოში კრიტიკული დარღვევები გამოავლინა

რეგიონალური სიახლეები

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფოთში, თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში, კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. 🔹 ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მცირე მეწარმე ვ.ჩ. (მისამართი: ფოთი, ზვიად გამსახურდიას N238) წარმოებას ახორციელებდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით. საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა. სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით,...

პირველწყარო →

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფოთში, თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში, კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

🔹 ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მცირე მეწარმე ვ.ჩ. (მისამართი: ფოთი, ზვიად გამსახურდიას N238) წარმოებას ახორციელებდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით. საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა. სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა 65 კგ თევზი.

🔹 ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე.

🔹 აღნიშნული დარღვევების გამო, მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე შეჩერდა.


მსგავსი