სიახლე

კაცმა სანადირო თოფით მეზობელი დაჭრა

Alia

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1959 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1989 წელს დაბადებული ნ.პ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს. სამართალდამცველებმა […] The post კაცმა სანადირო თოფით მეზობელი დაჭრა appeared first on .

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1959 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1989 წელს დაბადებული ნ.პ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.შ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

The post კაცმა სანადირო თოფით მეზობელი დაჭრა appeared first on .


მსგავსი