სიახლე
კაცმა სანადირო თოფით მეზობელი დაჭრა
მედიაცენტრი
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1959 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1989 წელს დაბადებული ნ.პ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post კაცმა სანადირო თოფით მეზობელი დაჭრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.